ირლანდიის პრეზიდენტობა – რა შანსი აქვს კონორს?

Შერეული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთმა გამორჩეულმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა უკვე მესამედ გააკეთა განცხადება კარიერის დასრულების შესახებ. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს UFC-ის ყოფილი ჩემპიონის საბოლოო გადაწყვეტილებაა. საინტერესოა, რა სფეროში გააგრძელებს მოღვაწეობას ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური სპორტსმენი.

ამერიკელმა ბუკმეიკერებმა ამ თემაზე გამოკვლება ჩაატარეს და 31 წლის ირლანდიელის პოლიტიკური შანსები გამოთვალეს. მათი აზრით, კონორს ირლანდიის პრეზიდენტად გახდომის 1%-იანი შანსი აქვს.

მაკგრეგორმა ბოლოს მიმდინარე წლის იანვარში დონალდ სერონის, იგივე ქოვბოის წინააღმდეგ იჩხუბა და მეტოქე პირველსავე რაუნში ნოკაუტით დაამარცხა. კარიერის განმავლობში მაკგრეგორმა 26-დან 22 ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა.

ირლანდიის პრეზიდენტობა – რა შანსი აქვს კონორს?

სტატიის ავტორი
-