ისტორიაში პირველად, “უიკომბ ვანდერერსი” ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში ითამაშებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ინგლისის ლიგა 1-ის ფლეი-ოფის ფინალში კლუბმა “ოქსფორდ იუნაიტედი” 2:1 დაამარცხა.
საინტერესოა, რომ “უიკომბში” მსოფლიოს ყველაზე მძიმეწონოსანი და გამორჩეულად კურიოზული ფეხბურთელი ადებაიო აკინფენვა თამაშობს, რომელმაც გამარჯვება ასეთი საინტერესო კომენტარით შეაფასა.
🗣 “Wycombe’s in the Championship, wait wait i’ll say it one more time Wycombe’s in the Championship, WAIT people in the back didn’t hear me”@daRealAkinfenwa with the best post-match interview ever 🤣 pic.twitter.com/3xIVWpCsim
— Football Daily (@footballdaily) July 13, 2020
აქვე გეტყვით, რომ 38 წლის თავდამსხმელი მეოთხე წელია ამ გუნდის ღირსებას იცავს და ყველა სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდრიც გახდა.
მიუხედავად 133-წლიანი წარსულისა, აქამდე, ბუკინგემშირულ კლუბს ჩემპიონშიფში არასდროს უასპარეზია. “უიკომბის” ისტორიაში ყველაზე დიდ მიღწევად 2001 წელს, ასოციაციის თასის ნახევარფინალში გასვლა მიიჩნევა.
Wake up the kids.
Phone a mate.
Shout down the street.
WE DID IT!!! pic.twitter.com/ReXNKxkWSX
— Wycombe Wanderers (@wwfcofficial) July 13, 2020