“ლივერპულის” ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ჯეიმს მილნერი “არსენალთან” მატჩს გამოტოვებს.
ინგლისელ ფეხბურთელს კუნთის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მან პრემიერლიგის ბოლო ტურში, “ბარნლისთან” დაპირისპირება (1:1) გამოტოვა. მას სრულფასოვნად გამოჯანმრთელებისთვის კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება და მერსისაიდელებს შემდეგ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
ამ სეზონში, მილნერმა “ლივერპულის” მაისური 35-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ინგლისის ელიტარული დივიზიონის გამორჩეული დაპირისპირება ლონდონში, 15 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება.