“მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრების აგრესიული რეაქციის შემდეგ, მარკუს რაშფორდს Tweeter-ში განთავსებული პოსტის წაშლა მოუწია.
საქმე ის გახლავთ, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა “ლიდს იუნაიტედს” 16-წლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერლიგაში დაბრუნება მიულოცა, რამაც ცხადია “წითელი ეშმაკების” ქომაგები გააღიზიანა – ეს ორი კლუბი ხომ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ემტერება. ლიდსში, ცნობილი გამოთქმაც კი არსებობს: “ჩვენ უფრო გვძულს “მანჩესტერი”, ვიდრე გვიყვარს “ლიდსი“.
“როგორც იუნაიტედის გულშემატკივარი, მოხარული ვარ, რომ “ლიდსი” პრემიერლიგაში დაბრუნდა, იქ, სად ყოფნაც მათ დაიმსახურეს. გილოცავთ”, – ასეთი იყო 22 წლის ინგლისელი ფეხბურთელის პოსტის შინაარსი, რომელიც სოციალური ქსელიდან მალე გაქრა.
Marcus Rashford is a Leeds United fan, pass it on… #LUFC pic.twitter.com/CMJ4l0eSKW
— WeAllLoveLeeds (@AllLeeds3) July 17, 2020
ამ ამბავს სოციალურ ქსელში ბევრი საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა, აი ერთ-ერთი მათგანიც: