უნგრეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში “ფერენცვაროშმა” გასვლაზე “ზალაეგერშეგი” 1:2 დაამარცხა.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ლაშა დვალი, რომელიც თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ მოედანს სულ რაღაც 2 კვირაა დაუბრუნდა.
სამწუხაროდ, 35-ე წუთზე ქართველმა მცველმა კვლავ ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C ჯგუფის ორ შეხვედრას გამართავს. “ჯვაროსნები” 5 სექტემბერს ესტონეთს, ტალინში დაუპირისპირდებიან, ხოლო 8-ში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებენ.
ლაშამ ტრავმა ძალიან განიცადა:
![მორიგი ტრავმა სექტემბრის მატჩებამდე - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დაზიანდა (ვიდეო) 1 video](https://www.live.ge/files/2020/08/IMG_20200831_022736.jpg)