ზუსტად 5 წლის წინ, 2015 წლის 4 სექტმბერს საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურში, “დინამო არენაზე”, შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და – 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 37-ე წუთზე, ლევან მჭედლიძის გადაცემის შემდეგ, ტექნიკური მოძრაობით და უზუსტესი დარტყმით ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.
საქართველო: რევიშვილი – კვირკველია, ამისულაშვილი, კაშია, ლობჟანიძე, ნავალოვსკი – კანკავა, ანანიძე (დუშვილი, 82), ყაზაიშვილი – ოქრიაშვილი (მერებაშვილი, 71), მჭედლიძე (ვაწაძე 90+3).