საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად სექტემბრის მატჩებში არ იმყოფება ჯიმი ტაბიძე.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 24 წლის ქართველ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებდა. ამის მიუხედავად, ტაბიძე 30 აგვისტოს, რუსეთის პრემიერლიგის მე-6 ტურის მატჩში სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა.
“უფას” ოფიციალურმა გვერდმა დღევანდელი საწვრთნელი პროცესის კადრებიც გამოაქვეყნა, სადაც ჯიმი ასევე გუნდთან ერთადაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 8 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.