14 ოქტომბერს ერთა ლიგის A ჯგუფის მატჩი გაიმართა პოლონეთში, სადაც პოლონეთმა იტალიას უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით (0:1) დამარცხდა.
იტალიელთა მხრიდან გოლის გატანა კრისტიანო ბირაგიმ 92-ე წუთზე მოახერხა და იტალიელთა 5 მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა. მისი გოლი გამორჩეული იმით იყო, რომ მან ეს გოლი მის ყოფილ გუნდელს, “ფიორენტინას” კაპიტანს – დავიდე ასტორის მიუძღვნა. ბირაგიმ გატანილი გოლის შემდეგ ხელით რიცხვი 13 გამოსახა (დავიდე ასტორი 13 ნომერი იყო).
დავიდე ასტორი 2018 წლის 4 მარტს გულით გარდაიცვალა.