ოფიციალურად: კაჭარავა ლეხის ფეხბურთელია

ნიკა კაჭარავა “ანორთოსისიდან” კარიერას “ლეხში” გააგრძელებს. ტრანსფერი ახლახანს პოლონელებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების შემტევი პოზნანის გუნდში იჯარით ითამაშებს. ერთი სეზონის შემდეგ, “ლეხს” ნიკას გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კვიპროსელებმა კაჭარავას სანაცვლოდ 250 000 ევრო მიიღეს.

26 წლის თავდამსხმელი პოლონეთში 24 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ოფიციალურად: კაჭარავა ლეხის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-