საქართველოს ნაკრების და “ენისეის” მორაგბე მიხეილ გაჩეჩილაძე, “ჩელენჯ ქაფის” ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული კლუბი საკუთარ მოედანზე “ლა როშელთან” 21:82 განადგურდა, 27 წლის მესამეხაზელი კვირის საუკეთესო 15-ეულში მაინც მოხვდა. მან 25-ე წუთზე ლელოს დადებაც მოახერხა.
Live.ge გთავაზობთ “ჩელენჯ ქაფის” პირველი ტურის სიმბოლურ გუნდს.