დღეს აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. შოთა არველაძის გუნდმა სტუმრად “პადიდეჰი” 0:1 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ წარმატებას უზბეკურმა გუნდმა 10 წლიანი პაუზის შემდეგ მიაღწია.
იქიდან გამომდინარე, რომ დღეს დილით არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, “ფახთაქორი” მოედანზე მთავარი მწვრთნელის გარეშე გავიდა.
ფეხბურთელებმა თამაშამდე არველაძე გაამხნევეს:
Футболчилар бош мураббий Шота Арвеладзега соғлиқ тилашди! pic.twitter.com/doTMu6HaPH
— FC Pakhtakor (@Pakhtakor_fc) September 23, 2020
შოთას გუნდი 1/8 ფინალში ირანულ “ესტეღლალს” დაუპირისპირდება.