იამაიკელმა სპრინტერმა, რომელმაც საფეხბურთო კარიერა 32 წლის ასაკში დაიწყო ევროპული კლუბისგან მიიღო შემოთავაზება.
უსეინ ბოლტი ავსტრალიის ჩემპიონატში კერძოდ კი “სენტრალ ქოუსთ მარინერსში” თამაშობს. მან სადებიუტო მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო და უკვე სერიოზულად დააინტერესა ევროპული კლუბები. კერძოდ, იამაიკელ ფეხბურთელს 2 წლიან კონტრაქტს მალტის ჩემპიონი “ვალეტა” სთავაზობს.
უსეინ ბოლტის აზრი ამ ფაქტზე ჯერ-ჯერობით უცნობია.