ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა სტეფან რისტოვსკიმ, საქართველოსთან გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ, თავისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მიერ შექმნილი სამოტივაციო ვიდეო Instagram-ის პირად გვერდზე განათავსა.
მოგვიანებით, სოციალურ ქსელში ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფეხბურთელს, რომელმაც თბილისურ მატჩში (1:1) გოლიც გაგვიტანა, “მანჩესტერ იუნაიტედის” და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავმა ბრუნო ფერნანდეშმა კომენტარი დაუწერა და ისტორიულ შეხვედრაში წარმატება უსურვა.
“გგულშემატკივრობ და ეს შენ იცი“, – წერს “წითელი ეშმაკების” ნახევარმცველი.
ბრუნო ფერნანდეში და სტეფან რისტოვსკი ერთად ლისაბონის “სპორტინგში” 2017-20 წლებში თამაშობდნენ და ორჯერ ლიგის თასი, ერთხელ კი პორტუგალიის თასი მოიგეს.