ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის მებრძოლი კანდიდატების მოკლე სია გამოაქვეყნა.
2020 წლის საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტის ნომინაციაში წარდგენილნი არიან:
მარსელო ბიელსა – “ლიდს იუნაიტედი”
ჰანს-დიტერ ფლიკი – მიუნხენის “ბაიერნი”
იურგენ კლოპი – “ლივერპული”
ხულენ ლოპეტეგი – “სევილია”
ზინედინ ზიდანი – მადრიდის “რეალი”
ფიფას საუკეთესო დაჯილდოების ცერემონიალი 17 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. რაც შეეხება ხმის მიცემის პროცესს, ის 25 ნოემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება.
პრიზის მოქმედი გამარჯვებული “ლივერპულის” გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი გახლავთ.