ბუფონის ისტორია | ბავშვობა, წარმატება, დეპრესია, ხელოვნება და სხვ.
ჯანლუიჯი ბუფონმა ცხოვრების განვლილი გზა ორიგინალური ფორმით გაიხსენა: ლეგენდარულმა მეკარემ დროში იმოგზაურა, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა და მოზარდ ჯანლუიჯის უაღრესად საინტერესო გამოცდილება გაუზიარა. ეს ვრცელი ტექსტი ბუფონს სხვა თვალით დაგანახებთ. წერილი 2019 წელს არის გამოქვეყნებული. ძვირფასო 17 წლის ჯანლუიჯი, ამ წერილს ღამით ვწერ – მე ვარ 41 წლის ადამიანი, რომელმაც დიდი გამოცდილება მიიღო და […]
ზიდანის ცხოვრება დღეს: ნოსტალგია და ფიქრები ფეხბურთზე
უკვე 2 წელია, ფეხბურთით ყოველდღიურად დაკავებული აღარაა. მისი ბოლო სამწვრთნელო საქმიანობა “რეალის” მეორე ვადით ჩაბარებას უკავშირდება. ფეხბურთში დაბრუნება სურს, ენატრება ადრენალინი და ის გამოწვევები, რომელიც საფეხბურთო ცხოვრებას მოაქვს. თუმცა, ჯერჯერობით არ ამბობს, თუ რა იქნება მომავალში. საფეხბურთო მოედანი და გადამწყვეტი მომენტები ენატრება: ჩემპიონთა ლიგის ფინალში კარლოსის მიერ ჩაწოდებული ბურთი, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კუთხურის […]
ნაპოლის ჩემპიონობა თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსის თვალით
რობერტ დელ ნაია, ასევე ცნობილი, როგორც 3D. მისი დაარსებულია ინგლისური ტრიპ ჰოპ ჯგუფი, Massive Attack. ეს ჯგუფი არ არის ისევე მასობრივად პოპულარული, როგორც, მაგალითად, Coldplay, მაგრამ მის გამორჩეულ ბითებს, ორიგინალურ ჟღერადობასა და ტექსტების სიღრმეს მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. როგორც გაირკვა, თავად დელ ნაია იტალიური “ნაპოლის” ერთგული ქომაგია და 30-წლიანი პაუზის შემდეგ მოპოვებული სკუდეტოს შესახებ აღტაცებული საუბრობს. […]
7 ივლისს, რესტორან „კარი“-ში betlive Master League-ის პრეზენტაცია გაიმართა. „ბეთლაივსა“ და „მასტერ ლიგას“ შორის გაფორმებული ორწლიანი მემორანდუმი თბილისსა და რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას, ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მედია მხარდაჭერასა და ზოგადად, ქართულ სპორტთან თანადგომას ითვალისწინებს. განახლებული ფორმატით, ტურნირი თბილისში, ქუთაისში, დუშეთსა და კაჭრეთში გაიმართება. „მასტერ ლიგა“ ქართული სამოყვარულო ფეხბურთის ყველაზე […]
თითის გაშვერა პენალტის გატანაზე იოლია
კვარამ პენალტი ისევ ვერ გაიტანა. ამჯერად, ნაკრებში. ვინაა უშეცდომო? არავინ. რას ნიშნავს ქომაგობა? გვერდში დგომას – ნებისმიერ დროსა თუ გარემოებაში. 1994-ში, აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, გადამწყვეტი პენალტის შესრულება რობერტო ბაჯომ იტვირთა. ვერგატანა მარცხს ნიშნავდა. იტალიის ნაკრების ლიდერმა და იმ დროს მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი 11-მეტრიანი საშინლად შეასრულა – ბურთი მეტოქის კარს გადააცილა, […]
ანგისა: “მომწონს კვარაცხელია – არამარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი”
“ნაპოლის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ზამბო ანგისამ, გასული სეზონი შეაჯამა და თანაგუნდელებზეც ბევრი ისაუბრა. კამერუნელმა ფეხბურთელმა განსაკუთრებული ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა და ქართველი ფეხბურთელისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ანგისას თქმით, ლუჩანო სპალეტიმ “საუკეთესო გუნდი” ჩამოაყალიბა, რომელიც სავსე იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებით, გამოცდილი მოთამაშეებით, შემტევითი სტილითა და ისეთი ტიპის ენერგიით, რომელიც გულშემატკივართან პირდაპირ კავშირში იყო – გუნდი, რომელიც უახლოეს […]
The Herald: “შოტლანდიამ უნდა შეაჩეროს კვარაცხელია – საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ბოლო 50 წელიწადში”
The Herald შოტლანდიური მედია საშუალებაა, რომელიც ადგილობრივ პოლიტიკას, სპორტსა და მნიშვნელოვან მოვლენებს აშუქებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, აღნიშნულმა გამოცემამ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომლის ავტორმაც, ხვიჩა კვარაცხელიას, უკანასკნელ 50 წელიწადში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი უწოდა. შოტლანდიაში არავის სჭირდება შეხსენება, რომ სხვადასხვა დროს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობდნენ – მიუხედავად […]
დე ლაურენტისი: “ოსიმენი ნაპოლიში რჩება”
უახლესი ინფორმაციით, “ნაპოლის” ნიგერიელი ფორვარდი და სერია A-ს ბომბარდირი, ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს. აღნიშნულ ინფორმაციას ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სანდო წყარო, იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ პოსტში, რომანოს “ნაპოლის” პრეზიდენტის სიტყვები მოჰყავს ციტატად, სადაც იგი იტყობინება, რომ ნიგერიელ ფორვარდთან შეთანხმება მიღწეულია. Napoli president de Laurentiis: “We’ve an agreement in […]
გვარდიოლას გიუნდოგანის დარჩენა სურს – გერმანელი წასვლას განიხილავს
პეპ გვარდიოლას სურს, რომ ილქაი გიუნდოგანმა მორიგი სეზონი კვლავ “მანჩესტერ სიტიში” გაატაროს, თუმცა ცნობილია, რომ გერმანელი ნახევარმცველი მოლაპარაკებას “ბარსელონასთან” აწარმოებს. გიუნდოგანის შეძენის ინიციატორი ხავია, რომელსაც გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერება და პედრისთვის მეტი თავისუფლების მინიჭება სურს სურს. გასულ კვირას, კატალონიურმა კლუბმა 32 წლის ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. მეორე მხრივ, “სიტის” ამოცანა გიუნდოგანის შენარჩუნებაა. ისტორიულ სეზონში, როდესაც მანჩესტერულმა […]
ბენზემას წასვლის ისტორია – მოულოდნელობა, ინტრიგა და სხვ.
მადრიდის “რეალი” კლუბის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა, ტიტულოვანმა და შემოქმედითმა ფორვარდმა დატოვა. უკვე ლეგენდად აღიარებულმა ქარიმ ბენზემამ მადრიდში 14 წელი გაატარა და კარიერის მიწურულს, აურაცხელი ფულის სანაცვლოდ, საუდის არაბეთში, კერძოდ კი “ალ იტიჰადში” გადაბარგდა. ამ სტატიაში ბენზემას გამორჩეული საფეხბურთო კარიერის შესახებ არ ვისაუბრებთ – სატრანფერო კულისების შესახებ მოგიყვებით. 2021 წლის აგვისტოში, ბენზემამ სამეფო კლუბთან კონტრაქტი […]
გვარდიოლას შედევრი: როგორ მოიგო პეპმა ტრიპლეტი
იმ დღიდან, ანუ 2008 წელს, როდესაც “მანჩესტერ სიტი” არაბულმა “აბუ დაბი იუნაიტედმა” შეიძინა, მანჩესტერული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობდა. მიზნისკენ სწრაფვა კიდევ უფრო ხილული მას შემდეგ გახდა, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დაინიშნა (2016). 15 წელი და £2 მილიარდზე მეტი ინვესტიცია – “სიტიმ” მიზანს მიაღწია. ეს გრძელი გზა იყო, თუმცა დღეს თამამად შეიძლება იმისი […]
ჯუდ ბელინგემი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი, “ბუნდესლიგის” წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამ სეზონში, ინგლისელი ფეხბურთელი შეუდარებელ ფეხბურთს თამაშობდა და რომ არა ბოლო ტურში ნათამაშები ფრე, დორტმუნდთან” ერთად პირველ ჩემპიონობასაც იზეიმებდა. “დორტმუნდის” ჩემპიონობა არ შედგა, თუმცა ბელინგემს ინდივიდუალური ოსტატობა დაუფასდა, რის შემდეგაც, ბელინგემმა თავმდაბალი განცხადება გააკეთა. “ამ გუნდში მოსვლის დღიდან, ჩემი პასუხისმგებლობა ყოველწლიურად იზრდებოდა. განვითარებაში ჩემი თანაგუნდელები, […]