“დინამო თბილისი”, ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს – იქ, სადაც მოხვედრა ბევრისთვის საოცნებოა. იქ, სადაც ერთმანეთს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები უპირისპირდებიან. თბილისურ კლუბს სერბი დეიან სტანოიევიჩი წვრთნის და ახალგაზრდა წყალბურთელებს მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონებთან თამაშისთვის ამზადებს. სტანოიევიჩი გუნდში 2021 წლის დასაწყისში, სოლიდური გამოცდილებით მივიდა. იგი რუმინეთისა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს ხელმძღვანელობდა, 2014 წელს კი, […]
დღეს იამაიკელი სპრინტერისა და მსოფლიო რეკორდსმენის, უსეინ ბოლტის საფეხბურთო დებიუტი შედგა – უსეინ ბოლტმა ავსტრალიური „სენტრალ ქოუსთ მარინერსის” რიგებში მოედანზე 19 წუთი გაატარა და მოედანზე შეკრებილი 10,000 გულშემატკივრის აპლოდისმენტები დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ იამაიკელმა სპრინტერმა სინჯები დორტმუნდის „ბორუსიაშიც“ გაიარა, თუმცა გერმანიაში ვიზიტი წარმატებით არ დასრულებულა. შეგახსენებთ, რომ ბოლტი 32 წლისაა და თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. ბოლტის პირველი […]
“ათენში გამარჯვება რთულია” – ნიკო კოვაჩმა “აეკთან” მატჩი შეაფასა
მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, “აეკთან” მოგებული მატჩი (0:2) შეაფასა. “ძალიან კარგად ვითამაშეთ, მატჩს ჩვენ ვაკონტროლებდით. ათენში თამაში მარტივი არაა, აქ 4 და 5 გოლის გატანა ძალიან რთულია. პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტის რეალიზება ვერ მოვახერხეთ, თუმცა საბოლოო ჯამში მიზანს მივაღწიეთ. რთული იყო ათენელების კომპაქტური დაცვის დარღვევა, თუმცა ასეთ შემთხვევებში მუდმივად თავისუფალ ზონებს ვეძებთ, […]
“ასეთი რამ არ განმეორდება” | ნუნიესმა ბოდიში მოიხადა
პრემიერ ლიგის მე-2 ტურში, “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასს” ანგარიშით 1:1 დაუზავდა. საგოლე შანსების ხელიდან გაშვების გარდა, მერსისაიდული გუნდის ცენტრალურმა ფორვარდმა, დარვინ ნუნიესმა თავი უხეშობით და წითელი ბარათით გამოიჩინა, რის გამოც, მას ბოდიშის მოხდა მოუწია. მატჩის განმავლობაში, იოაკიმ ანდერსენი მას პერონალურად მეურვეობდა. შელაპარაკებებისა და ხისტი ორთაბრძოლების შემდეგ, €75 მილიონად შეძენილმა ნუნიესმა დანიელ მცველს თავი ჩაარტყა […]
“გაფრენამდე 1 საათით ადრე, ქართველი მოჭადრაკე რუსით ჩაანაცვლეს” | რა მოხდა 1978 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის წინ?
სანამ 1978 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაზე მოგიყვებით, ჯობს რომ ჯერ ნონა გაფრინდაშვილის სასამართლო დავის შესახებ მოგიყვეთ, რათა სრული სურათი შეიქმნას – ქართული სპორტის ლეგენდამ, Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე გაფრინდაშვილის მიღწევებისა და ეროვნების არასწორად წარმოჩენას ეხება. საუბარია Netflix-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მინი-სერიალზე, Queen’s Gambit-ზე (“ლაზიერის გამბიტი)”, რომელიც ახალგაზრდა მოჭადრაკის წარმატებებზე მოგვითხრობს. მთავარი […]
“გთხოვთ, არ დაგვივიწყოთ” | შევჩენკომ უკრაინის ომზე ისაუბრა
შევჩენკოს თქმით, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ უკრაინა რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმის ობიექტია. უკრაინული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი იმასაც ამბობს, რომ სპორტს მისი ქვეყნის ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანის გაერთიანება შეუძლია. უკრაინა მილიონობით ადამიანმა დატოვა – ქვეყანაში ომი კვლავ მიმდინარეობს. ბუჩის ხოცვა-ჟლეტისა და სხვა მასობრივი სამხედრო დანაშაულების სერიის მომწყობი რუსები ამბობდნენ, რომ ომს 3-4 დღეში მოიგებდნენ, […]
“დაბრუნების დროა” – ოლივერ კანი მიუნხენის ბაიერნში ხელმძღვანელი ხდება
მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი მეკარე, ლეგენდარული ოლივერ კანი, დირექტორთა საბჭოს მომავალ ხელმძღვანელად აირჩიეს. მიუნხენური გუნდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 50 წლის კანმა “ბაიერნთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე იგი კარლ-ჰაინც რუმენიგეს ჩაანაცვლებს. ოფიციალურად, ახალ სამუშაოს ოლივერ კანი 2022 წლის 1 იანვრიდან შეუდგება, თუმცა მანამდე, 2 წლის განმავლობაში, კანი დირექტორთა საბჭოს წევრი იქნება. “11 წლის […]
“დინამო თბილისი სიკვდილის ჯგუფშია” | Total Waterpolo-მ თბილისური კლუბის შანსები შეაფასა
26 ოქტომბერს, წყალბურთში ჩემპიონთა ლიგა სტარტს აიღებს. “დინამო თბილისთან” ერთად, ტურნირზე 16 გუნდი მონაწილეობს, რომელიც 2 ჯგუფშია გადანაწილებული. გუნდები ერთმანეთს როგორც საშინაო არენაზე, ასევე გასვლით შეხვედრებში დაუპირისპირდებიან. წყალბურთის სამყაროში ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა ციფრულმა მედიამ, Total Waterpolo-მ, ტურნირის პრევიუ გამოაქვეყნა, რომლის ობიექტივშიც, ცხადია, “დინამო თბილისიც” მოექცა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ A და B ჯგუფებში შესანიშნავი კლუბები […]
“ელ კლასიკოს” მსაჯის ვინაობა ცნობილია
ესპანური მედიის ცნობით, 28 ოქტომბერს “ბარსელონასა” და “რეალის” მატჩის მთავარი არბიტრი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი იქნება. ცნობილია, რომ ესპანელმა მსაჯმა “რეალის” თამაში 13-ჯერ, ხოლო “ბარსელონას” კი 12-ჯერ განსაჯა. სანჩეს მარტინესის პირველი კლასიკო 2017 წლის სუპერთასზე შედგა, სადაც მადრიდელებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს. მისი მონაწილეობით, ბოლო “ელ კლასიკო” გასული წლის 23 დეკემბერს შედგა, სადაც “რეალმა” 3 უპასუხო გოლი […]
“ერთით ნოლი გოლ!” – დავით მინაშვილმა ხორვატიასთან მოგებული მატჩის ემოცია გაიხსენა
2011 წლის 26 მარტს ხორვატიის ნაკრებთან გამარჯვება ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ახსოვს. თემურ ქეცბაიას მომზადებულმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა: 5 მატჩის შემდეგ, 9 ქულით, გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებდა. ლევან კობიაშვილის მიერ ბოლო წუთს გატანილი გოლის შემდეგ მატჩის კომენტატორმა, დავით მინაშვილმა ემოციები ვერ შეიკავა და გოლის გატანის სიხარული მაქსიმალურად გამოხატა. ამ […]
“ვენეციას” ახალი საფეხბურთო ფორმები ხელოვნების ნიმუშია
“ვენეცია” ახალი სეზონისთვის ემზადება – იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა ახალი მაისურები წარადგინა, რომელიც გულგრილს არც ფეხბურთის და არც გემოვნებიანი სამოსის მოყვარულს არ დატოვებს. ახალი ფორმების დიზაინზე კომპანია Bureau Borsche-მ იზრუნა, რომელიც ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Balenciaga და Supreme. ტექნიკურ ფორმაზე კი კომპანია Kappa-მ იმუშავა, რომლის ლოგოც რეტრო, 90-იანი წლების მაისურების განუყრელი ნაწილი იყო. “Bureau Borsche-სთან ერთად, […]