პსჟ 0:1 ბაიერნი (მიმოხილვა)
კომანმა ბაიერნი დააწინაურა (ვიდეო)
კორონავირუსი – პიანიჩი ინფიცირებულია !
ცნობილი გამოცემა “ბლიჩერი” გვამცნობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ბარსელონას” ახალწვეული მირალემ პიანიჩი კორონავირუსით არის დაინფიცირებული. პიანიჩი სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა კატალონიურ გრანდში და როგორც ცნობილი ხდება მირალემი 15 დღიან კარანტინს გაივლის, სადაც ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა. კოვიდ ინფექციის გამო, ბოსნიელი ფეხბურთელი სეზონის მოსამზადებელ პერიოდს გამოტოვებს.
მაგუაიერმა დაპატიმრებამდე, მეგობრებთან ერთად 63 000 ევრო დახარჯა
“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანმა ორი ღამე საბერძნეთის პოლიციაში გაატარა. მაგუაიერი პოლიციამ, ტურისტებისა და სამართალდამცავების შეურაცხყოფისთვის დააკავა, მაგრამ გუშინ დილით ინგლისელი ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა. The sun საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. დაპატიმრებამდე ჰარიმ და მისმა მეგობრებმა 63 000 ევრო დახარჯეს. მაგუაიერთან ერთად იმყოფებოდნენ, როს ბარკლი, კრის ჰიუჯისი, სნუკერის მოთამაშე ჯუდ ტრამპი და ჯო მაგუაიერი.( ჰარის ძმა ) მეგობრებმა ფული […]
კალეხონი ესპანეთში ბრუნდება ?
ხოსე მარია კალეხონი უკვე 7 სეზონია “ნაპოლის” ღირსებას იცავს, თუმცა მიმდინარე სეზონის ბოლოს, ესპანელს კონტრაქტი ამოეწურა და ახლა ის თავისუფალი აგენტია. ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, თავის ტვიტერის გვერდზე წერს, რომ მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელით “ვილიარეალი” ინტერესდება. José Callejon now in talks to join Villarreal as a free agent after 7 years with Napoli, confirmed. Good […]
სინიშა მიხაილოვიჩს კორონავირუსი დაუდგინდა
ცნობილი გამოცემა ბლიჩერი გვამცნობს, რომ “ბოლონიას” მთავარ მწვრთნელს, სინიშა მიხაილოვიჩს კორონავირუსი დაუდგინდა. სინიშა ამჟამად თვით იზოლაციაში არის გადაყვანილი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მიხაილოვიჩი ბოლო პერიოდის განმავლობაში ლეიკემიას ებრძოდა და მისთვის ახალი კორონავირუსი შესაძლოა დამღუპბელი გამოდგეს. სერბი ყოფილი ფეხბურთელი, “ბოლონიას” 2019 წლიდან ხელმძღვანელობს და მისი ხელმძღვანელობით კლუბმა, 38 ჩატარებულ შეხვედრაში 47 ქულა დააგროვა. 12 მოგება, 15 […]
რონალდო, მესის ბარსელონადან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა
ბრაზილიის ნაკრების და მთლიანად საფეხბურთო სამყაროს ლეგენდამ, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდომ, მესის გუნდიდან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ბარსელონამ” ლიონელს წასვლის უფლება არ უნდა მისცეს. -“ძნელად სავარაუდოა, რომ მესიმ “ბარსელონა” დატოვოს, თან იმ დროს, როდესაც კლუბს ასე ძალიან უჭირს” – განაცხადა რონალდომ “მირორთან” საუბრისას -“ლიონელი კლუბის მთავარი დამრტყმელი ძალა და იმედია, აქედან გამომდინარე […]
სად იყვნენ ბაიერნის ფეხბურთელები 5 წლის წინ ?
ცნობილი გამოცემა Givemesport საინტერესო სტატიას აქვეყნებს. სტატიაში გამოქვეყნებულია ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად იყვნენ მიუნხენური გრანდის ფეხბურთელები 5 წლის წინ. მანუელ ნოიერი – 5 წლის წინ გერმანელი მეკარე “ბაიერნში” იყო. ნოიერი მეცხრე სეზონია “რეკორდმაისტერის” ღირსებას იცავს. ჯოშუა კიმიხი – ზუსტად 5 წლის წინ კიმიხი “ბაიერნში” “ლაიპციგიდან” 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა. ჯერომ ბოატენგი – განური […]
Sky Sport – პეპე რეინა ლაციოს ფეხბურთელია
Sky Sport ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პეპე რეინა “ლაციოს” ფეხბურთელი გახდა. ესპანელი მეკარე, კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მომდევნო სეზონში, რეინა “ლაციოს” ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარება. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხა გადაიხადა რომაულმა კლუბმა, მაგრამ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ადასტურებს. Pepe Reina has agreed a two-years contract with Lazio. He’s joining from […]
ბასილაშვილი ცინცინატის მასტერზე დამარცხდა
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ოჟე-ალიასიმს შორის. სამწუხაროდ ქართველი ჩოგბურთელი ორ სეტში 4:6 1:6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ნიკოლოზმა პირველი სეტი კარგად დაიწყო და მეტოქეს წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა მეორე სეტში კანადელმა, ქართველი მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ბასილაშვილის შემდეგი ტურნირი, დიდი შლემის კატეგორიიდან იქნება. ამერიკის ღია პირველობა 31 აგვისტოს დაიწყება […]
იუვენტუსს ბენზემას გადაბირება სურს
სპორტული გამოცემა beIN სპორტი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “იუვენტუსს” კარიმ ბენზემას შეძენა სურს და ამ საკითხზე მათ მადრიდელებს უკვე მიმართეს. “ბებერი ქალბატონი” “ბლანკოსს” ბენზემას სანაცვლოდ გარკვეულ თანხას, ალექს სანდროს და დუგლას კოშტას სთავაზობს. კარიმის ყიდვის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კრიშტიანუ რონალდუმ ისევ ბენზემასთან ერთად თამაშის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ამ ყველაფერს მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა […]