ინგლისის თასის მეოთხედფინალში კარლო ანჩელოტის “ევერტონმა” პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა “კანფეტების” იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა. ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მიუხედავად მარცხისა, ის კმაყოფილია, რადგან მისი გუნდი მსოფლიოში საუკეთესო გუნდთან დამარცხდა. BT Sport-თან საუბარში 61 წლის იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა: “დასახულ მიზანთან ახლოს ვიყავით, კარაგად ვითამაშეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. […]