სუმო იწყება | განახლებული რეიტინგი
13 ნოემბერს კიუშუ ბაშო აიღებს სტარტს, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება. გამოქვეყნდა განახლებული ბანძუკე (რეიტინგი), რომელშიც ქართველი მებრძოლი ტოჩინოშინიც არის წარმოდგენილი. განვლილ ბაშოზე ლევან გორგაძემ მინიმალური უარყოფითი ბალანსი 7 მოგება და 8 მარცხი დააფიქსირა, თუმცა სუმოს მამებმა მისი დაქვეითება არ გადაწყვიტეს, შესაბამისად ადგილი შეუნარჩუნეს. ერთადერთი ცვლილება ის არის, რომ აღმოსავლეთიდან, დასავლეთში გადაინაცვლა […]
კვარაცხელიას მორიგი აღიარება | ქართველი საუკეთესო თერთმეტეულშია
მსოფლიო სპორტულ მედიაში სულ უფრო აქტუალური ხდება ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებს. ქართველი გარემარბის სტატისტიკური მაჩვენებელი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგანაც ხვიჩა არაერთ კომპონენტში საუკეთესო შედეგს აფიქსირებს. პოპულარული სტატისტიკური მონაცემების საიტი Whoscored.com სერია A-ს გასული კვირის საუკეთესო თერთმეტეულს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიც არის წარმოდგენილი. ქართველი ფეხბურთელის მაჩვენებელი 10-ბალიანი სისტემიდან 8.6-ია, რაც საუკეთესო თერთმეტეულში მესამე მაჩვენებელია – […]
ვის უხდიან სპონსორები ყველაზე მეტს | 2022 წლის საუკეთესო ხუთეული
სპორტსმენებისთვის, სასპონსორო ხელშეკრულებები, სპორტული საქმიანობის მიღმა როგორც წესი, მთავარი შემოსავლის წყაროა. რასაკვირველია, სასპონსორო შეთანხმება მომგებიანია როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის. გთავაზობთ საუკეთესო ხუთეულს, სადაც ასახულია თუ რომელი სპორტსმენი მიიღებს ყველაზე დიდ შემოსავალს 2022 წელს, ამა თუ იმ კომპანიის რეკლამისთვის. Forbes-ის მონაცემებით, მეხუთე და მეოთხე ადგილს ფეხბურთის ორი ლეგენდა – კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი იყოფენ. […]
სუმო იწყება | ტოჩინოშინის რეიტინგი და მეტოქეები
11 სექტემბერს ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში აკი ბაშო აიღებს სტარტს, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება. გამოქვეყნდა განახლებული ბანძუკე (რეიტინგი), რომელშიც ქართველი მებრძოლი ტოჩინოშინიც არის წარმოდგენილი. განვლილ ბაშოზე ლევან გორგაძემ მინიმალური უარყოფითი ბალანსი 7 მოგება და 8 მარცხი დააფიქსირა, თუმცა სუმოს მამებმა მისი დაქვეითება არ გადაწყვიტეს და ადგილი უცვლელად შეუნარჩუნეს – ქართველი მებრძოლი […]
მონტენეგრომაც მოგვიგო… | ‘ევრობასკეტ2022’ საქართველოსთვის დასრულებულია
‘ევრობასკეტ2022’-ის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია. როგორც იცით, A ჯგუფის მასპინძელი თბილისი არენა იყო, სადაც საქართველოსთან ერთად 5 ნაკრები ასპარეზობდა – მონტენეგრო, ესპანეთი, ბელგია, ბულგარეთი და თურქეთი. ჯგუფური ეტაპის ბოლო დღის წინ საქართველოს ნაკრების საპლეი-ოფო საგზური საკუთარ თავზე დამოკიდებული არ იყო. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჯერ ბელგიას უნდა დაემარცხებინა ბულგარეთი და შემდეგ საქართველოს მონტენეგრო. ბელგიელებმა ბულგარელი ოპონენტები დაამარცხეს, […]
მონტენეგრომდე უნდა მივაღწიოთ… | ‘ევრობასკეტ2022’
‘ევრობასკეტ2022’-ის დაწყებას ისეთი მოლოდინითა და იმედით ვხვდებოდი, როგორც არასდროს არაფერს. თუმცა, ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ჩემთვის ძალიან დასაფასებელმა მოთამაშემ – თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო. დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე წინასწარვე გავიგეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ისე ველოდებოდი, როგორც ზემოთ აღგიწერეთ, კაპიტნის და ამავდროულად ნაკრების ყველაზე ძლიერი მოთამაშის (არც კი გაიელვოთ ტვინში ის, […]
საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა | ‘ევრობასკეტ2022’
‘ევრობასკეტ2022’ გრძელდება და სულ უფრო საინტერესო ხდება ჯგუფებში არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე. ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრაში ქართველი კალათბურთელები ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ, რომელთაც ჩატარებული 3 შეხვედრიდან 3-ვე მარცხით ჰქონდათ დასრულებული. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ შეხვედრის უპირობო ფავორიტად საქართველოს ნაკრები იყო წარმოდგენილი. ბულგარეთისა და საქართველოს მატჩი, ქართველი კალათბურთელების უპირატესობით დაიწყო, თუმცა ბულგარელებმა ჩვენი ნაკრების ფარში 19-ჯერ შეძლეს 3-ქულიანის ჩაგდება, […]
ილიას ზუროსი: “დაუვიწყარი საღამო იყო…” | ‘ევრობასკეტ2022’
‘ევრობასკეტ2022’-ის ჯგუფური ეტაპის მესამე წრეში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მაყურებელმა დრამატული და დაუვიწყარი მატჩი იხილა, სადაც ორი დამატებითი ტაიმის შედეგად, საქართველომ მეტოქე ანგარიშით – 88:83, დაამარცხეს. გთავაზობთ საქართველოს ნაკრების მთავარი სპეციალისტის, ილიას ზუროსის მატჩისშემდგომ კომენტარს: “პირველ რიგში მინდა გამარჯვება მივულოცო ჩემს კალათბურთელებს. მათ პირველი წამიდან ბოლო წამამდე იბრძოლეს და შესაბამისი შედეგიც დადგა. […]
საქართველომ ევრობასკეტზე თურქეთი დაამარცხა
‘ევრობასკეტ2022’ გრძელდება და სულ უფრო საინტერესო ხდება ჯგუფებში არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე. საქართველოს ეროვნული ნაკრები ზედიზედ წაგებული 2 შეხვედრის შემდეგ, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. იქედან გამომდინარე, რომ ბელგიამ ესპანეთის ნაკრები დაამარცხა, ზემოთხსენებულ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების გამარჯვება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრის მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრები 10-ქულიანი სხვაობით მარცხდებოდა (29:19), თუმცა მიუხედავად ჩამორჩენისა, ქართველი კალათბურთელები მეტოქეს 13-ქულით გაექცნენ, რამაც […]
საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა
წყალბურთის ევროპის ჩემპიონატს ხორვატიის ქალაქი – სპლიტი მასპინძლობს, სადაც ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები იღებს მონაწილეობას. საქართველო A ჯგუფში მონტენეგროსთან, იტალიასთან და სლოვაკეთთან ერთად მოხვდა. ჩვენმა ნაკრებმა აღნიშნულ ტურნირზე სამი შეხვედრა ჩაატარა, ორი დათმო, ერთში კი იმარჯვა. იტალიასთან 18:8, ხოლო მონტენეგროსთან 11:14 წავაგეთ, ჯგუფის უკანასკნელ მატჩში კი სლოვაკებს 16:11 ვძლიეთ. 1/8-ფინალში საქართველო ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და მეტოქე […]
ილიას ზუროსი: “ბოდიშს ვუხდი ყველას, ეს საშინელი მატჩი იყო | ‘ევრობასკეტ2022’
‘ევრობასკეტ2022’-ის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ 26-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით – 64:90, დამარცხდა. გთავაზობთ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციას: “პირველ რიგში ბოდიშს გიხდით დღევანდელი პერფორმანსისთვის, უნდა ვაღიარო და ვთქვა, რომ ჩვენი თამაში იყო საშინელი სანახაობა. საბრძოლო განწყობა იყო ნული, რის გამოც დადგა შესაბამისი შედეგი, 10 წუთი ვითამაშეთ ალბათ 40-დან და ესპანეთის დონის გუნდი ამას […]
მსოფლიო ჩემპიონებმა რევანში აიღეს | ‘ევრობასკეტ2022’
‘ევრობასკეტ2022’ აქტიურ ფაზაში შევიდა, სადაც გუნდებმა ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრები ჩაატარეს. როგორც იცით, ტურნირის ჯგუფურ ეტაპს 4 ქვეყანა მასპინძლობს, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა, რომელიც A ჯგუფის მასპინძელია. პირველ წრეში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბელგიის წინააღმდეგ, დრამატული ბრძოლა, დამატებითი ტაიმის შემდეგ დათმო. მეორე შეხვედრა ქართველებმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების – ესპანელების წინააღმდეგ გამართეს, სადაც მეტოქეს კონკურენტუნარიანი თამაში მხოლოდ […]