13 ნოემბერს კიუშუ ბაშო აიღებს სტარტს, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება. გამოქვეყნდა განახლებული ბანძუკე (რეიტინგი), რომელშიც ქართველი მებრძოლი ტოჩინოშინიც არის წარმოდგენილი. განვლილ ბაშოზე ლევან გორგაძემ მინიმალური უარყოფითი ბალანსი 7 მოგება და 8 მარცხი დააფიქსირა, თუმცა სუმოს მამებმა მისი დაქვეითება არ გადაწყვიტეს, შესაბამისად ადგილი შეუნარჩუნეს. ერთადერთი ცვლილება ის არის, რომ აღმოსავლეთიდან, დასავლეთში გადაინაცვლა […]