2016 წლის შემდეგ პირველად – ენდი მარიმ TOP 5-ის წევრი დაამარცხა | მიმოხილვა

ენდი მარი შტუტგარტის ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს.

ლეგენდარულმა ბრიტანელმა ჩოგბურთელმა დღეს 1/4 ფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი 2 სეტში – 7:6; 6:3 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მარი თავისთვის საყვარელ ბალახის საფარზე შესანიშნავად გამოიყურება. 35 წლის ჩოგბურთელმა წელს ჩატარებული 7 მატჩიდან 6 მოიგო და მხოლოდ 1 დათმო.

აღსანიშნავია, რომ ენდიმ 2016 წელს, შემაჯამებელ ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხების შემდეგ, რეიტინგის TOP 5-ის წევრის წინააღმდეგ პირველად გაიმარჯვა.

ენდი მარი Boss Open-ის ნახევარფინალში ნიკ კირიოსს (78) დაუპირისპირდება. ავსტრალიელსა და დიდ ბრიტანელს ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე 8-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 6 მოგება მარის ანგარიშზეა.

ენდი მარი (დიდი ბრიტანეთი) – სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) –7:6; 6:3 (მიმოხილვა)

2016 წლის შემდეგ პირველად - ენდი მარიმ TOP 5-ის წევრი დაამარცხა | მიმოხილვა 1

2016 წლის შემდეგ პირველად – ენდი მარიმ TOP 5-ის წევრი დაამარცხა | მიმოხილვა

სტატიის ავტორი
-