4 თვიანი პაუზის შემდეგ – ბასილაშვილი კორტს უბრუნდება

თითქმის 5 თვიანი პაუზის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტს უბრუნდება. საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი დღეს გერმანიის საჩვენებელ ტურნირზე ითამაშებს.

ნიკოლოზის მეტოქე მსოფლიოს 257-ე ჩოგანი, მიშა ზვერევი იქნება. დაპირისპირება გერმანიის ქალაქ ჰალეში გაიმართება.

ბასილაშვილი, რომელიც ამჟამად 27-ე ადგილზეა, დღევანდელ მეტოქეს კარიერაში 3-ჯერ დაუპირისპირდა. ქართველ ჩოგბურთელს ზვერევთან უარყოფითი ბალანსი – 1 მოგება და 2 მარცხი აქვს.

4 თვიანი პაუზის შემდეგ – ბასილაშვილი კორტს უბრუნდება

სტატიის ავტორი
-