ATP პეკინი – 2019 წლის ჩემპიონი დომინიკ ტიმი გახდა

საჩოგბურთო სამყაროში აზიური ტურნე მიმდინარეობს. გასულ კვირაში პეკინში 500-ქულიანი ტურნირი მიმდინარეობდა, რომლის გამარჯვებულიც ტურნირის პირველი ნომერი დომინიკ ტიმი გახდა.

ATP პეკინი: 

ATP პეკინი - 2019 წლის ჩემპიონი დომინიკ ტიმი გახდა 1

  • საპრიზო ფონდი – $3 515 225
  • ტურნირის მოსაგებად საჭირო მოგებების რაოდენობა – 5
  • სარეიტინგო ქულა – 500
  • მოქმედი ჩემპიონი – ნიკოლოზ ბასილაშვილი (2018) 

ტურნირის ჩემპიონები (ბოლო 10 წელი): 

ATP პეკინი - 2019 წლის ჩემპიონი დომინიკ ტიმი გახდა 2

 

დომინიკ ტიმს ჩემპიონის ტიტულის დასაუფლებლად საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწია. აღსანიშნავია მისი ნახევარფინალური შეხვედრა კარენ ხაჩანოვის წინააღმდეგ, ეს უკანასკნელი ტიმის დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყო, ის მეორე სეტში მატჩის მოსაგებად აწვდიდა, თუმცა ამაოდ.

ფინალში დომინიკის ოპონენტი ბერძენი ჩოგბურთელი სტეფანოს ციციპასი გახლდათ, რომელთანაც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა.

ფინალის ვიდეომიმოხილვა: 

ATP პეკინი – 2019 წლის ჩემპიონი დომინიკ ტიმი გახდა

სტატიის ავტორი
-