ბასილაშვილი დუბაის ტურნირს პირველ წრეში გამოეთიშა

დუბაის 500-იანთა თანრიგის ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის (19) პირველივე წრეში დასრულდა.

ქართველი ჩოგბურთელი 1/16-ფინალში ალექსეი პოპირინს (66) დაუპირისპირდა და 2 სეტში – 2:6; 3:6 დამარცხდა.

ავსტრალიელი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოხვდა. პოპირინი საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა, თუმცა ტრავმირებული ფელიქს ოჟე-ალიასიმი ჩაანაცვლა და ნიკოლოზის ბარიერის დაძლევაც მოახერხა.

ბასილაშვილი დუბაის პრესტიჟული ტურნირის პირველივე წრეში ზედიზედ მეორედ აგებს. გასულ წელს ის იან-ლენარდ შტრუფმა დაამარცხა.

ბასილაშვილი დუბაის ტურნირს პირველ წრეში გამოეთიშა

სტატიის ავტორი
-