ბასილაშვილის პოტენციური მეტოქე ფინალში ცნობილია

დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში რობერტო ბაუტისტა-აგუტმა (13) ანდრეი რუბლიოვი (8) 2 სეტში დაამარცხა – 6:3; 6:3.

როგორც მოგეხსენებათ, მეორე ნახევარფინალურ წყვილში ნიკოლოზ ბასილაშვილი ტეილორ ფრიცს (23) დაუპირისპირდება.

იმ შემთხვევაში, თუ დღეს ქართველი ჩოგბურთელი 23 წლის ამერიკელის ბარიერს დაძლევს, ფინალში სწორედ ესპანელ – ბაუტისტა-აგუტს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიკოლოზმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – მეოთხედფინალში 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა.

 

ბასილაშვილის პოტენციური მეტოქე ფინალში ცნობილია

სტატიის ავტორი
-