ჩემპიონი ტიტულს იცავს | ბასილაშვილი დოჰას ტურნირის 1/4-ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი გამარჯვებით დაიწყო – მოქმედმა ჩემპიონმა თავისი პირველი შეხვედრა დღეს ელიას იმერთან (138) გამართა და 2 სეტში გაიმარჯვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა შვედი მეტოქე 2 საათიან დაპირისპირებაში დაამარცხა. ბასილაშვილმა იმერის ჩაწოდებაზე გეიმის მოგება 4-ჯერ მოახერხა, საპასუხოდ კი მხოლოდ 2-ჯერ დაბრეიკდა.

შეგახსენებთ, რომ დოჰას 250-იან ტურნირზე ნიკოლოზმა გასულ წელს საოცრად იასპარეზა. 29 წლის ქართველმა როჯერ ფედერერის, ტეილორ ფრიტცის, რობერტო ბაუტისტა-აგუტისა და დომინიკ ტიმის ბარიერი დაძლია, რითაც დამსახურებული ჩემპიონი გახდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/4-ფინალში მისთვის ნაცნობ მეტოქეს – მარტონ ფუქსოვიჩს (36) დაუპირისპირდება. უნგრელი და ქართველი ჩოგბურთელები კარიერაში ერთმანეთს 8-ჯერ შეხვდნენ – 5 შემთხვევაში ფუქსოვიჩმა მოიგო, ხოლო 3-ჯერ – ნიკოლოზმა.

ჩემპიონი ტიტულს იცავს | ბასილაშვილი დოჰას ტურნირის 1/4-ფინალშია

სტატიის ავტორი
-