ეკო გორგოძემ ვალენსიაში 75-ე ჩოგანი დაამარცხა

ეკო გორგოძე ესპანეთში, ვალენსიას W80 ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

დღეს საქართველოს პირველმა ქალმა ჩოგანმა ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტი, არანტხა რუსი 3 სეტში – 7:6; 1:6; 6:4 დაამარცხა.

ეკომ 1/8-ფინალური დაპირისპირება 2 საათსა და 55 წუთში მოიგო. აღსანიშნავია, რომ გორგოძემ მსოფლიოს 75-ე ნომრის დამარცხება მოახერხა. ნიდერლანდელ ჩოგბურთელს წელს 2 ტიტული ჰქონდა მოგებული.

ეკო მეოთხედფინალში დღეს უნგრელ, დალმა გალფისთან (138) ითამაშებს.

ეკო გორგოძემ ვალენსიაში 75-ე ჩოგანი დაამარცხა

სტატიის ავტორი
-