გადარჩენილი 5 მატჩ პოინტი – ბასილაშვილის საოცარი გამარჯვება მეცში

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირის მერვედფინალში საოცარი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა დავიდოვიჩ ფოკინასთან (45) პირველი სეტის 0:6 წაგების შემდეგ, შეხვედრის შემოტრიალება მოახერხა – 6:4; 7;6.

ბასილაშვილმა გადამწყვეტ სეტში წარმოუდგენელი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და 5 მატჩ პოინტის გადარჩენა მოახერხა.

ქართველი და ესპანელი ჩოგბურთელების საიცარი დაპირისპირება 3 საათს გაგრძელდა.

ბასილაშვილი მეოთხედფინალში ფრანგ, გაელ მონფილსს დაუპირისპირდება.

გადარჩენილი 5 მატჩ პოინტი – ბასილაშვილის საოცარი გამარჯვება მეცში

სტატიის ავტორი
-