საქართველოდან განაცხადი არ გაუგზავნიათ – CAS-მა გორგოძისა და კალაშნიკოვას საჩივარი არ დააკმაყოფილა

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) ოქსანა კალაშნიკოვასა და ეკატერინე გორგოძის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

როგორც მოგეხსენებათ, ქართველი ჩოგბურთელები პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ორივემ მათგანმა ტოკიოს ოლიმპიადაზე, წყვილთა თანრიგში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, თუმცა ზოგიერთი პირის უყურადღებობის გამო, იაპონიაში ვერ გაემგზავრნენ.

CAS-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ჩოგბურთელების განაცხადი არ გაუგზავნია. ამის გამო, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციას (ITF) არ ჰქონია ოფიციალური განაცხადი, რითაც ისინი გორგოძესა და კალაშნიკოვას ტოკიოს ოლიმპიადაზე დაარეგისტრირებდნენ.

 

 

საქართველოდან განაცხადი არ გაუგზავნიათ – CAS-მა გორგოძისა და კალაშნიკოვას საჩივარი არ დააკმაყოფილა

სტატიის ავტორი
-