ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებულია!

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალურ დაპირისპირებაში რობერტო ბაუტისტა-აგუტი (13) დაამარცხა. ნიკოლოზმა გადამწყვეტი თამაში 2 სეტში – 7:6; 6:2 მოიგო.

ბასილაშვილი რობერტოს წინააღმდეგ მთელი შეხვედრის მანძილზე დამაჯერებელი იყო. ნიკოლოზმა გამოცდილ ესპანელთან საოცარი დარტყმები შეასრულა, რითაც კარიერაში მეოთხე ტიტულს დაეუფლა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებულია!

სტატიის ავტორი
-