ნიკოლოზ ბასილაშვილი US Open-ის მესამე წრეშია!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე მეორე შეხვედრაც მოიგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა 1/32-ფინალში მაქსიმ კრესი (151) 3 სეტში – 7:6; 6:3; 7:5 დაამარცხა და მესამე წრეში გავიდა.

დაპირისპირება 2 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა, რა დროშიც ნიკოლოზმა მოწინააღმდეგის დაბრეიკება ოთხჯერ მოახერხა.

ბასილაშვილს შემდეგ ეტაპზე სერიოზული მეტოქე ჰყავს. ნიკოლოზი მსოფლიოს 24-ე ჩოგანს, რეილი ოპელკას შეხვდება.

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი US Open-ის მესამე წრეშია!

სტატიის ავტორი
-