ბასილაშვილი დუბაიში წყვილთა თანრიგში შეაჩერეს

დღეს დუბაის ტურნირის მე-3 დღე მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა (19) რამდენიმე საათის წინ ბაუტისტა აგუტი 3 სეტში – 6:7; 6:4; 6:3 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა დღეს აღნიშნული ტურნირის წყვილთა თანრიგის 1/4 ფინალშიც იასპარეზა.

ნიკოლოზი ავსტრალიელ ებდენთან ერთად თამაშობდა, რომელთან ერთადაც დღეს ტეკაუ ჰორიასა და როჯერ ჯეან-ჯულიენის დუეტს დაუპირისპირდა. გამარჯვება თამაშში ჰოლანდიელელსა და რუმინელს დარჩათ – 6:5; 6:7; 10:3.

ბასილაშვილი დუბაიში წყვილთა თანრიგში შეაჩერეს

სტატიის ავტორი
-