ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს გამოეთიშა

ჰამბურგში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა თანრიგის ტურნირმა, სადაც თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

ქართველი ჩოგბურთელი საკმაოდ ძლიერ მეტოქეს, რობერტო ბაუტისტა-აგუტს დაუპირისპირდა და 2 სეტში – 6:4; 6:3 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი ჰამბურგის ტურნირის წინა 2 გათამაშების გამარჯვებულია. საბედნიეროდ, კორონავირუსით გამოწვეული პაუზის გამო წელს ჩოგბურთელებს ქულები არ აკლდებათ, ბასილაშვილი კი 500 ქულის დაკარგვას გადაურჩა.

ნიკოლოზი მსოფლიო რეიტინგში ახლა 33-ე პოზიციაზეა.

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს გამოეთიშა

სტატიის ავტორი
-