ბასილაშვილი ისევ დამარცხდა – მას ტრავმა აქვს

მონტე კარლოს მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში, ფილიპ კრაინოვიჩთან (39) დამარცხდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი მარტივად, ანგარიშით, 1:6 დათმო, თუმცა თამაშის ხარისხი ვერც შეხვედრის დარჩენილ ნაწილში გამოასწორა.

ნიკოლოზი მე-2 სეტში 29 წლის სერბს თავიდანვე ბრეიკით ჩამორჩა (0:2), რის შემდეგაც მან თამაშიდან მოხსნა გადაწყვიტა.

ამის მიზეზი კანის ტრავმაა. ბასილაშვილი იტალიაში, კალიარის ტურნირზე დაშავდა და გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.

 

ბასილაშვილი ისევ დამარცხდა – მას ტრავმა აქვს

სტატიის ავტორი
-