ბასილაშვილი რუბლევთან უშანსოდ დამარცხდა

როტერდამის ATP-ის 500-იანთა თანრიგის ტურნირი დაიწყო. ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში რუს, ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდა.

სამწუხაროდ, ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მე-15 ჩოგანთან უშანსოდ, 2 სეტში დამარცხდა – 2:6; 4:6. რუბლევმა ნიკოლოზთან გამარჯვების მოპოვება სულ რაღაც 55 წუთში მოახერხა.

ბასილაშვილს ანდრეისთან თამაშში მხოლოდ 6 ვინერსი ჰქონდა. ამავდროულად, მსოფლიო რეიტინგში 28-ე პოზიციაზე მყოფმა ქართველმა 31 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაც მეტოქეზე 5-ჯერ მეტია – 6.

იქიდან გამომდინარე, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა როტერდამის ტურნირის წინა გათამაშებაში 1 ეტაპი გაიარა, წელს, პირველივე წრიდსნ გამოვარდნის გამო სარეიტინგო ქულებს დაკარგავს.

ბასილაშვილი რუბლევთან უშანსოდ დამარცხდა

სტატიის ავტორი
-