ბასილაშვილი სეზონს თურქეთში იწყებს – პირველი მეტოქე ცნობილია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ სეზონს ხვალ დაიწყებს. ქართველი ჩოგბურთელი ანტალიის 250-იანთა თანრიგის ტურნირზე იასპარეზებს.

ბასილაშვილი, რომელიც ახლა მსოფლიოს მე-40 ჩოგანია, პირველ წრეში ანდრეა არნაბოლდის (267) დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზი ზედიზედ 11 თამაშია აგებს, შეხვედრაში ფავორიტად მაინც ის ითვლება.

გეტყვით, რომ ქართველ ჩოგბურთელს არნაბოლდის წინააღმდეგ აქამდე არასდროს უთამაშია. იტალიელის საუკეთესო მაჩვენებელი კარიერაში 2015 წელს, 158-ე პოზიცია იყო.

ხვალინდელი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ბასილაშვილი ალტუგ ჩელიკბილეკსა (309) და კასპერ ზუკს (262) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ბასილაშვილი სეზონს თურქეთში იწყებს – პირველი მეტოქე ცნობილია

სტატიის ავტორი
-