ბასილაშვილის მეტოქე დუბაის ტურნირის 1/4 ფინალში ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ, დუბაის ტურნირის მე-3 დღე დასრულდა.

უკვე გარკვეულია ყველა მეოთხედფინალური წყვილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი (19) აღნიშნულ ეტაპზე ბორნა ჩორიჩს (13) დაუპირისპირდება.

ხორვატმა ჩოგბურთელმა რთულ ბრძოლაში ტომაშ ბერდიხი (88) დაამარცხა – 1:6; 6:1; 7:6.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა მერვედფინალში მსოფლიოს მე-18 ჩოგბურთელს, ბაუტისტა აგუტს მოუგო – 6:7; 6:4 6:3.

ჩორიჩსა და ბასილაშვილს შორის თამაში ხვალ დაახლოებით, 9 საათზე გაიმართება.

ბასილაშვილის მეტოქე დუბაის ტურნირის 1/4 ფინალში ცნობილია

სტატიის ავტორი
-