ბასილაშვილის მეტოქე დუბაის ტურნირის 1/8 ფინალში ცნობილია

დღეს დუბაიში, ATP-ის 500-იანთა თანრიგის ტურნირმა აიღო სტარტი.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა (19) 1/16 ფინალურ ეტაპზე კარენ ხაჩანოვს (12) მარტივად 2 სეტში – 6:4; 6:1; სძლია.

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, თუ ვის დაუპირისპირდება ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში.

ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი ბაუტისტა აგუსტი იქნება. მსოფლიოს მე-18 ჩოგანმა თავისი მატჩი ინდოელ რამათანთან მოიგო – 6:4; 6:4.

ბასილაშვილის მეტოქე დუბაის ტურნირის 1/8 ფინალში ცნობილია

სტატიის ავტორი
-