ბასილაშვილის მეტოქე ცინცინატის მასტერსზე ცნობილია

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცინცინატის მასტერსზე ცნობილია. ქართველი ჩოგბურთელი პირველ რაუნდში ფაბიო ფონინის (37) დაუპირისპირდება.

ნიკოლოზი იტალიის მე-4 ჩოგანს კარიერაში პირველად შეხვდება. იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი ფონინის ბარიერის დაძლევას მოახერხებს, 1/16-ფინალში ის დავიდ გოფინსა (30) და გუიდო პელას (93) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ცინცინატის მასტერსის გასულ გათამაშებას 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი პირველივე რაუნდში გამოეთიშა. ნიკოლოზი 2020 წელს ფელიქს ოჟე-ალიასიმთან დამარცხდა, რის გამოც ახლა ქულები დასაცავი არ ექნება.

ბასილაშვილის მეტოქე ცინცინატის მასტერსზე ცნობილია

სტატიის ავტორი
-