ეკო გორგოძე ჩეხეთის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა

ეკო გორგოძე ჩეხეთში მიმდინარე ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით აგრძელებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა დღეს ქეით მაკნეილი (197) 2 სეტში – 6:4; 6:0 დაამარცხა და მეორე გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ გორგოძე 60-ათასიან ტურნირზე რეიტინგით პირველი ჩოგბურთელია. ეკო მეოთხედფინალში ავსტრალიელ, ლიზეტ კაბრერას (188) დაუპირისპირდება.

ეკო გორგოძეს მიმდინარე წელს კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. 30 წლის ქართველი მსოფლიო რეიტინგში 118-ე პოზიციაზეა.

ეკო გორგოძე ჩეხეთის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა

სტატიის ავტორი
-