გამარჯვება 3 სეტში – ბასილაშვილმა კარენო-ბუსტა დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის 500-იანი ტურნირის პირველ წრეში პაბლო კარენო-ბუსტა (18) დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან უელსში ჩატარებული ბრწყინვალე მასტერსის შემდეგ დღეს პირველი შეხვედრა ჩაატარა. ნიკოლოზმა ესპანელი მეტოქე 3-სეტიან ურთულეს ბრძოლაში – 7:5; 4:6; 6:3 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.



დაპირისპირება ბასილაშვილსა და კარენო-ბუსტას შორის 2 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში 29 წლის ქართველმა მეტოქის დაბრეიკება 2-ჯერ მოახერხა, საპასუხოდ კი, თავისი ჩაწოდება 10-დან 9 შემთხვევაში გადაარჩინა.

ვენის ტურნირის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ალექსეი პოპირინსა (77) და მატეო ბერეტინის (7) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

გამარჯვება 3 სეტში – ბასილაშვილმა კარენო-ბუსტა დაამარცხა

სტატიის ავტორი
-