გამარჯვება მძიმე ბრძოლაში – მარიამ ბოლქვაძემ US Open-ზე პირველი შეხვედრა მოიგო

მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა უკრაინელი, დარია სნიგური (207) 3-სეტიან ბრძოლაში – 7:5; 4:6; 6:4 მოიგო და მეორე წრეში გავიდა.

უმძიმესი დაპირისპირება 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე მარიამმა მეტოქე 9-ჯერ დააბრეიკა, საკუთარი ჩაწოდება კი 8-ჯერ დათმო.

მარიამ ბოლქვაძე US Open-ის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ემმა რადუჩანუს (150) დაუპირისპირდება

გამარჯვება მძიმე ბრძოლაში – მარიამ ბოლქვაძემ US Open-ზე პირველი შეხვედრა მოიგო

სტატიის ავტორი
-