ინდიან უელსი | ბასილაშვილი ნორისთან მძიმე თამაშში დამარცხდა

ინდიან უელსი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის დასრულებულია. დღეს, დილით, ქართველი ჩოგბურთელი კამერონ ნორისთან დამარცხდა.

ინდიან უელსის 2021 წლის ტურნირის ფინალი ამჯერად 1/16 ფინალში გამეორდა – ნიკოლოზს ბრიტანელ ნორისთან რევანშის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ბასილაშვილმა 3 სეტში წააგო.

30 წლის მე-18 ჩოგანმა დაპირისპირება კარგად დაიწყო – პირველი სეტი ბასილაშვილის გამარჯვებით, 6:3 დასრულდა. მიუხედავად უპირატესობისა, ბასილაშვილმა ზედიზედ ორი სეტი დათმო – 3:6; 1:6 და ტურნირს გამოეთიშა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა Live რეიტინგში მე-20 პოზიციაზე გადაინაცვლა.

ინდიან უელსი | ბასილაშვილი ნორისთან მძიმე თამაშში დამარცხდა

სტატიის ავტორი
-