ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსზე ციციპასი გაანადგურა (ვიდეო)

დღეს პარიზის მასტერსზე მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი სტეფანო ციციპასს (7) შეხვდა და მეტოქე 2 სეტში გაანადგურა – 6:1; 6:2.

სერბულ-ბერძნული დაპირისპირება სულ რაღაც 59 წუთი გაგრძელდა, რა დროშიც ნოვაკმა 4 უპასუხო ბრეიკ პოინტის შესრულება მოახერხა.

32 წლის ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსის ფინალის საგზურის მოპოვებას გრიგორ დიმიტროვთან შეეცდება (27).

იხილეთ მიმოხილვა:

ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსზე ციციპასი გაანადგურა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-