კარიერაში პირველად – მარიამ ბოლქვაძე დიდი სლემის ძირითად ბადეშია

სულ ახლახანს მსოფლიოს 202-ე ჩოგანმა, მარიამ ბოლქვაძემ ისტორიულ შედეგს მიაღწია.

ქართველმა ჩოგბურთელმა აშშ-ის ღია პირველობის კვალიფიკაციის საფინალო მატჩში ჩინელი, შინილ ქსუ 6:4; 2:6; 6:4 დაამარცხა და ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა.

21 წლის მარიამ ბოლქვაძის კარიერაში ეს დიდი სლემის პირველი საგზურია. ახალგაზრდა ქართველ ჩოგბურთელს ასეთ დონეზე არასდროს უთამაშია.

აშშ-ის ღია პირველობაზე ახლა საქართველოს ორი ჩოგბურთელი – ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ეყოლება.

კარიერაში პირველად – მარიამ ბოლქვაძე დიდი სლემის ძირითად ბადეშია

სტატიის ავტორი
-