კარიერაში პირველად: მარიამ ბოლქვაძე დიდი სლემის კვალიფიკაციის მე-3 რაუნდშია

აშშ-ის ღია პირველობის კვალიფიკაციაზე ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ პირადი რეკორდი დაამყარა.

მსოფლიოს 202-ე ჩოგანმა კარიერაში პირველად მოახერხა და დიდი სლემის კვალიფიკაციის მე-3 რაუნდში გავიდა.

ბოლქვაძემ დღეს კორეელი, ნა-ლაე ჰანი 3 სეტში – 2:6; 6:2; 7:5 დაამარცხა. ქართველს ახლა აშშ-ის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოსახვედრად მხოლოდ 1 შეხვედრის მოგება სჭირდება.

მარიამ ბოლქვაძე მე-3 ეტაპზე ჩინელ ჩოგბურთელს, შილინ ქსუს (215) დაუპირისპირდება. თამაში 23 აგვისტოსაა ჩანიშნული.

 

კარიერაში პირველად: მარიამ ბოლქვაძე დიდი სლემის კვალიფიკაციის მე-3 რაუნდშია

სტატიის ავტორი
-