კოვიდ-პროტოკოლის გაკრიტიკების შემდეგ ტომიჩი დაინფიცირდა

ავსტრალიის ღია პირველობის კვალიფიკაციაზე ბერნარდ ტომიჩი რუს, რომან საფიულინთან დამარცხდა.

29 წლის ჩოგბურთელის მიერ, ამ თამაშის დროს ნათქვამი სიტყვები სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა. ერთ-ერთი შესვენების დროს ტომიჩი ამტკიცებდა, რომ მომდევნო 2 დღეში კორონავირუსით აუცილებლად დაინფიცირდებოდა. ავსტრალიელი ტურნირის კოვიდ-პროტოკოლს აკრიტიკებდა, რადგან მოთამაშეებს კორტზე გასვლა PCR ტესტის გარეშეც შეეძლოთ.

აღნიშნული განცხადებიდან 2 დღეში ტომიჩი კორონავირუსით მართლაც დაინფიცირდა.

“თავს ნამდვილად ცუდად ვგრძნობ, ახლა სასტუმროს ნომერში ვბრუნდები,” – თქვა ტომიჩმა საფიულინთან თამაშიდან რამდენიმე საათში.

კოვიდ-პროტოკოლის გაკრიტიკების შემდეგ ტომიჩი დაინფიცირდა

სტატიის ავტორი
-