მარიამ ბოლქვაძე ჩინეთის ტურნირის მეოთხედფინალშია

ჩინეთში მიმდინარე ITF-ის ტურნირზე მარიამ ბოლქვაძემ დღეს მე-2 წრის შეხვედრა გამართა და გაიმარჯვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ადგილობრივ ციუე სუნს საკმაოდ მარტივად, 2 სეტში – 6:2; 6:2 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ პირველ რაუნდში მარიამმა ასევე ჩინელ ჩოგბურთელს, იუ იუანს ანალოგიური ანგარიშით მოუგო – 6:2; 6:2.

1/4 ფინალში ბოლქვაძე ხვალ ავსტრალიელ, არინა როდიონოვას (235) შეხვდება.

21 წლის მარიამ ბოლქვაძე მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 158-ე ჩოგანია.

მარიამ ბოლქვაძე ჩინეთის ტურნირის მეოთხედფინალშია

სტატიის ავტორი
-