ზედიზედ მე-11 – ბასილაშვილი 149-ე ჩოგანთან დამარცხდა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა თანრიგის ტურნირმა, სადაც მონაწილეობს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე თავდაპირველად სტეფანო ტრავალია იყო, თუმცა შეხვედრამდე 10 წუთით ადრე ნიკოლოზის მოწინააღმდეგე შეიცვალა.

საბოლოოდ, მსოფლიოს 39-ე ჩოგანი სოფიას ტურნირის პირველ წრეში 24 წლის შვეიცარიელ – მარკ ანდრეა ჰასლერს (149) შეხვდა.

ბასილაშვილმა თამაში ძალიან ცუდად, პირველი სეტის 1:6 წაგებით დაიწყო, თუმცა მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა და საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა მე-2 სეტის მოგება მოახერხა – 4:6.

დაპირისპირების დასკვნითი ეტაპი ძალიან დაძაბული გამოდგა, სადაც ტაიბრეიკზე ჰასლერმა გაიმარჯვა – 7:6.

სამწუხაროდ, ბასილაშვილისთვის ეს ზედიზედ მე-11 მარცხია. მეტიც, თებერვლის შემდეგ დღეს მან სეტის მოგება პირველად მოახერხა

ზედიზედ მე-11 – ბასილაშვილი 149-ე ჩოგანთან დამარცხდა

სტატიის ავტორი
-