მედვედევი პარიზის მასტერსს გამოეთიშა

პარიზის მასტერსის მე-2 რაუნდში სენსაცია დაფიქსირდა – მსოფლიოს მე-4 ჩოგანი, დანილ მედვედევი ფრანგ ჟერემი ჩარდისთან (65) 3 სეტში დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

საუკეთესო რუსმა ჩოგბურთელმა პირველი სეტის მოგების (6:4) მიუხედავად, დარჩენილი 2 სეტი დათმო (2:6; 4:6).

მედვედევს ჩარდისთან წაგებამდე ჩატარებულ ბოლო 27 შეხვედრაში მხოლოდ 2 მარცხი ჰქონდა, ბოლო 9 თამაშში კი დაუმარცხებელი იყო.

ჟერემი ჩარდი 1/8-ფინალში ჯონ ისნერსა და კრისტიან გარინის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მედვედევი პარიზის მასტერსს გამოეთიშა

სტატიის ავტორი
-